თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, სარჩელი შეიტანეს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ არის დაცული, რაც ხმების გაყალბებაზე მიუთითებს. "3800 უბნიდან საუბარია ათასობით საარჩევნო უბანზე, სადაც ბალანსი ვერ დასვეს. ზოგან მოპარულია ბიულეტენები, ანუ ოპოზიციის ხმები, ზოგან კი, მეტობითაა ხმები, ანუ, ადამიანები არ მოსულან არჩევნებზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მისცეს ხმა. ამას გვიმტკიცებს "ქართული...
42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით ვითხოვთ,  - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანეს. "აქედან: 46 - არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, საიდანაც 41 არ დაკმაყოფილდა; დაგვეთანხმნენ მხოლოდ 5-ზე: ერთ შემთხვევაში პროცედურული ხარვეზების გამო გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა,...
ჩვენ იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დავაგდოთ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე აქციები ვირუსის გავრცელების მექანიზმია. „სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასდროს არ შეზღუდავს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა, ფაქტია, რომ მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია - ეს...
იუსტიციის გადამდაგრი მინისტრის და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვინმეს, რომ არჩევნების გაყალბება სდომოდა საკუთარ თასვ 48%-ს არ დაუწერდა. ამ თემაზე მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა. "მე ვხედავ ერთს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ბევრ შემთხვევაში არ დაელოდა საჩივრებს და თავისით გადათვალა, გადაამოწმა, რაღაცები გააუქმა, შეასწორა და ა.შ. მთავარი არის ის, რომ ეს არის პროცესი, როდესაც, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის და...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1 ოქტომბერს, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. "საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა,...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში "ფარულ ჩანაწერებზე" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხვალ, 7 ნოემბერს ყველა დიპლომატიურ მისიას შეატყობინებს იმის შესახებ, რომ მისი უკანონო მიყურადება და პირადი საუბრის ჩაწერა ხდება. ჩანაწერი სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა. "დიდი ძმა გვისმენს-ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი...
"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის ნათქვამი უბნების უპრეცენდენტო რაოდენობის გადათვლის შესახებ, უბრალოდ სასაცილოა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. "გუშინ ვუსმენდი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მანამდე კალაძე გამოვიდა, რომ ტექნიკური ხარვეზები იყო მარტოო, თან, ძალიან სასაცილო იყო, უპრეცენდენტო რაოდენობის უბანი გადავთვალეთო. დავცქვიტე ყურები, მეთქი რა გადათვალეს ამისთანა, 3800 უბნიდან საქართველოში, გადავთვალეთ 11-ო. ბიჭო, მათემატიკა მაინც ისწავლე",...
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის შტაბის და მოძრაობა „ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული ხარვეზები გაასაჩივრეს. მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებლის ნინო წულაძის თქმით, მოძრაობას საქალაქო სასამართლოს გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, რადგან ისევე როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, სასამართლოშიც პროცესები არის მართული და ფასადური. „ჩვენ შევისწავლეთ დიდუბე-ჩუღურეთის საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შემაჯამებელი...
"ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმები წარადგინა. კახიშვილის განცხადებით, თავდაპირველ ოქმებში იყო ხარვეზები, რომელიც შემდეგ ჩასწორდა. "ხედავთ წერია: კახიშვილი - 63 ხმა. როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა თქვა, 63 როგორ, მანამდე 163 დაითვალე, იქვე შევიდა შესწორების ოქმი და 163 ხმა დაამატეს. მინდა გითხრათ, რომ ამ ორივე ოქმს, ხელს ერთი და იგივე ხალხი აწერს - ამ ხელმოწერებში არიან...
სანამ არ დაისჯებიან თამარ ჟვანია, მისი მოადგილეები და უბნის უფროსები სისხლის სამართლებრივი წესით, სულ იქნება იმის რისკი ამ ქვეყანაში, რომ ვიღაცამ შეიძლება კიდევ მოაწეროს სხვა ხელისუფლებასთან ხელი არჩევნების გაყალბებას , - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ის, რაც თამარ ჟვანიამ გააკეთა, კრიმინალია. „ხალხნო, 60 მილიონი დაიხარჯა არჩევნების ჩატარებაზე, კიდევ შეცდომა უნდა დაუშვან?...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიამ” 22 სარჩელი შეიტანა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 344 შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხი უნდა დამდგარიყო. “მოგეხსენებათ, რომ დღეს და ხვალ იწურება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების განხილვასთან მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა. ჩვენი სარჩელების რაოდენობა არის 22, მაგრამ ეს რიცხვი არ არის საბოლოო, ამასთან დაკავშირებით...
ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების ფალსიფიცირება და გაყალბება ჰქვია, რაშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად ვხედავ , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ლომჯარიას შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პრობლემა ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ სერიოზულ ხარვეზებში მდგომარეობდა. მისი თქმით, უფრო ცუდი იყო კენჭისყრის შეჯამება და ხმის დათვლის პროცესი, ვიდრე არჩევნების დღე, რაც თავის მხრივ, არა...
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიასთან მიმართებით პროვოკაციის მოწყობას აქვს ადგილი, რის გამოც ქუთაისში დაგეგმილი აქცია გააუქმეს. როგორც ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის პირად „პლანშეტზე“, „ვოთსაფის“ სისტემით მიიღო ხმოვანი გზავნილი პირისგან, რომელიც ინტერესდებოდა როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები. ინაშვილის თქმით, ხმოვან გზავნილში მოქალაქე აღნიშნავს, რომ მისი სახელი და გვარი არის საიდ ახმედი, გროზნოდან. ინაშვილის განმარტებით, ამ ადამიანს არ იცნობს და მიიჩნევს, რომ პროვოკაციას აქვს...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მმართველი გუნდის მხრიდან შედეგების გაყალბებით გამოწვეული ოპოზიციის პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და მათი მოთხოვნა შესრულებამდე ძალაში დარჩება. ვაშაძე მხარდამჭერებს პროტესტის გამოხატვის მიზნით, 8 ნოემბერს 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იწვევს, ხოლო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს კი მოუწოდებს თანამდებობები დატოვონ და უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა. „ჩვენი მხრიდან პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება....
969 უბანზე არჩევანი გარეთ კეთდებოდა და მოქალაქეებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ. სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ცესკო-ს წარმომადგენლებმა ერთიანები ოთხიანებად გადააკეთეს და ხუთიანები რვიანებად. "მთავარი დარღვევა, ოლქების გადასწორებაა. როდესაც ჩვენ ამ ურნების გახსნა მოვითხოვეთ, არ დაგვიკმაყოფილეს. შეცვალეს რიცხვები და ეს არაა კანონიერი ქმედება. ვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, მოვედით სასამართლოში...
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სიმწვავე ვერ გაიაზრა და ის შესაძლებლობები არ გამოიყენა, რაც შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებულ კითხვებს მოხსნიდა. საია საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, საკუთარი ინიციატივით გადახედოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ყველა საეჭვო უბნის მონაცემები ხელახლა გადათვალონ. როგორც ცნობილია, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ