ოთარ კახიძე: 969 უბანზე არჩევანი გარეთ კეთდებოდა და მოქალაქეებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ

413

969 უბანზე არჩევანი გარეთ კეთდებოდა და მოქალაქეებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ. სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ცესკო-ს წარმომადგენლებმა ერთიანები ოთხიანებად გადააკეთეს და ხუთიანები რვიანებად.

“მთავარი დარღვევა, ოლქების გადასწორებაა. როდესაც ჩვენ ამ ურნების გახსნა მოვითხოვეთ, არ დაგვიკმაყოფილეს. შეცვალეს რიცხვები და ეს არაა კანონიერი ქმედება. ვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, მოვედით სასამართლოში და კვირას, 15:00 საათზე, “რუსთაველის გამზირზე” გავდივართ, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ 969 უბანზე არჩევანი გარეთ კეთდებოდა და მოქალაქეებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ. ეს არ იყო ფარული კენჭისყრა, ეს არ იყო თავისუფალი არჩევანი. ეს იყო ივანიშვილის მიერ დაორგანიზებული სპეცოპერაცია, ესეც რომ არ ეყოთ დაშინება, შანტაჟი, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს. ესეც რომ არ ეყოთ ერთიანები ოთხიანებად გადააკეთეს და ხუთიანები რვიანებად”, – განაცხადა კახიძემ.