იუსტიციის გადამდაგრი მინისტრის და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, ვინმეს, რომ არჩევნების გაყალბება სდომოდა საკუთარ თასვ 48%-ს არ დაუწერდა. ამ თემაზე მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ისაუბრა.
“მე ვხედავ ერთს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ბევრ შემთხვევაში არ დაელოდა საჩივრებს და თავისით გადათვალა, გადაამოწმა, რაღაცები გააუქმა, შეასწორა და ა.შ. მთავარი არის ის, რომ ეს არის პროცესი, როდესაც, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის და უსინდისოდ ამბობენ, რომ რაღაცა გაყალბდა. ვინმეს რომ რამის გაყალბება სდომებოდა, ის განა 48 პროცენტს დაუწერდა თავის თავს? როგორ გგონიათ? მოდით დავსერიოზულდეთ. როგორ იქნება კოალიციური მთავრობა, როდესაც მათ მიერვე მოთხოვნილი წესებით ვითამაშეთ ჩვენ”, – თქვა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში რევოლუცია არ იქნება და თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ეს მათივე პასუხისმგებლობაა.
შეგახსნებთ, რომ დღეს, 6 ნოემბერს “მთავარი არის” გადაცემა “დღის სტუმარში” საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარემ, აკაკი ხუსკივაძემ და კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი კობალაძე არჩევნების გაყალბების სწორედ იმ მექანიზმე ისაუბრეს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უკავშირდება.
კერძოდ, მათი თქმით, არჩევნებისთვის პირადობების გაყალბება იუსტიციის სახლთანაა დაკავშირებული და ასე გაყალბებულ მოწმობების იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ცოისთვის, არჩევნების გაყალბებაში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობაზე ცესკოს ყოფილმა თანამშრომლემა, ივანე ბურდულმაც ისაუბრა.