“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის ნათქვამი უბნების უპრეცენდენტო რაოდენობის გადათვლის შესახებ, უბრალოდ სასაცილოა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“გუშინ ვუსმენდი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, მანამდე კალაძე გამოვიდა, რომ ტექნიკური ხარვეზები იყო მარტოო, თან, ძალიან სასაცილო იყო, უპრეცენდენტო რაოდენობის უბანი გადავთვალეთო. დავცქვიტე ყურები, მეთქი რა გადათვალეს ამისთანა, 3800 უბნიდან საქართველოში, გადავთვალეთ 11-ო. ბიჭო, მათემატიკა მაინც ისწავლე”, — აცხადებს ელისაშვილი.