სამადაშვილი: ყველა დიპლომატიურ მისიას შევატყობინებ, რომ ჩემზე უკანონო მიყურადება ხორციელდება

323

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში “ფარულ ჩანაწერებზე” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხვალ, 7 ნოემბერს ყველა დიპლომატიურ მისიას შეატყობინებს იმის შესახებ, რომ მისი უკანონო მიყურადება და პირადი საუბრის ჩაწერა ხდება.

ჩანაწერი სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა.

“დიდი ძმა გვისმენს-ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო ‘კგბშნიკ’ დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება”, – წერს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა და უკანონო მიყურადებაში დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.