სანამ არ დაისჯებიან თამარ ჟვანია, მისი მოადგილეები და უბნის უფროსები სისხლის სამართლებრივი წესით, სულ იქნება იმის რისკი ამ ქვეყანაში, რომ ვიღაცამ შეიძლება კიდევ მოაწეროს სხვა ხელისუფლებასთან ხელი არჩევნების გაყალბებას , – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
როგორც გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ის, რაც თამარ ჟვანიამ გააკეთა, კრიმინალია.
„ხალხნო, 60 მილიონი დაიხარჯა არჩევნების ჩატარებაზე, კიდევ შეცდომა უნდა დაუშვან? აბა, რატომ დავხარჯეთ ამდენი თანხა ამ არჩევნებზე? კიდევ შეცდომის უფლება უნდა მივცეთ? რამდენი ფული უნდა დავხარჯოთ მაშინ, რომ შეცდომები არ დავუშვათ? შეცდომა კი არა, კრიმინალია რაც თამარ ჟვანიამ გააკეთა. ლევან თარხნიშვილი გააკეთა, მაგრამ ლევან თარხნიშვილი თავის დროზე რომ არ დაისაჯა, იმიტომ აძლევს თავის თავს უფლებას ქალბატონი თამარ ჟვანია, არ აქვს განცდა, რომ პასუხს მოსთხოვენ იმიტომ, რომ ასე ხდება ხოლმე. ხელისუფლებები იცვლებიან, ვიღაცები ვიღაცებთან დალაგდებიან და საზოგადოებაც ამას არ ითხოვს. სანამ არ დაისჯებიან თამარ ჟვანია, მისი მოადგილეები და უბნის უფროსები სისხლის სამართლებრივი წესით, სულ იქნება იმის რისკი ამ ქვეყანაში, რომ ვიღაცამ შეიძლება კიდევ მოაწეროს სხვა ხელისუფლებასთან ხელი არჩევნების გაყალბებას. სად წავიდა 60 მილიონი ლარი? – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.