"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. როგორც ვაშაძემ ამბობს, ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთის მხრივ, ოპოზიციას დასცინიან და აკრიტიკებენ, მეორეს მხრივ კი დიალოგს სთავაზობენ. "ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს. ერთი ხელით ლანძღვა-გინება, ისევ დაცინვა ოპოზიციის, მეორე ხელით დიალოგის შეთავაზება. ეს არის ის რეალური სახე, რაც მათ აქვთ. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, იმ საკითხებზე, რაც...
დედაქალაქის პარალელურად, საპროტესტო აქცია დღეს ბათუმშიც 6 საათზე დაიწყება. "ვიკრიბებით 6 საათზე, ვიქნებით ძალიან ბევრნი. არ დავთმობთ გაყალბებას, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მოთხოვნები ყველასთვის გასაგებია, დავდგებით ქუჩაში 24 საათიან რეჟიმში", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ვარშალომიძე.
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიამ" თბილისში, პარლამენტთთან საპროტესტო აქცია დაგეგმა იმ საათებში, როცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში გადაადგილება აკრძალულია. "Covid-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით, თქვენივე ჯანმრთელობისთვისო, ქართულმა ოცნებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა. ხელისუფლებამ, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს ისვრის, როგორი ჰუმანურია, გუშინ ისევ გაიმეორა გამოუსწორებელი შეცდომა და არაპროპორციულად, სიცივეში ცივი წყლის ჭავლის მიშვერით დაშალა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. და იცით, სადამდე გაუვათ? სანამ საკუთარ სახლებში კომფორტულად მოკალათებულები...
გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადადგილებისთვის ერთჯერადი, დროებითი საშვები მიიღონ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ამისთვის მსურველებმა 144-1-ზე უნდა დარეკონ, რომელიც დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება. „დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ წესებს - ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას,...
ბორჯომში და მის მიმდებარე სოფლებში მიმდინარე წელს 16 კილომეტრამდე გზა მოასფალტდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ბორჯომის მერიის პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
გურჯაანში მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა, რომელიც კახეთის რვა მუნიციპალიტეტს მოემსახურება, დასრულდა. მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა, თავშესაფრის საქმიანობას კი სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს. აღნიშნულ დაწესებულებაში მოწყობილია კარანტინის, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ბლოკები 100 ერთეული. თავშესაფარში ასევე შესაძლებელი იქნება ცოფზე აცრა, სრული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, სტერილიზაცია-კასტრაციის გზით პოპულაციის მართვა, სპეციალური საჭდეების გაკეთება, ცხოველთა გაჩუქების პროგრამა. ასევე, შეიქმნება რეგიონის ერთიანი ელექტრონული...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულმა განყოფილებამ ერთ წელში 13 სასამართლო დავა დაასრულა, საიდანაც 5 - გორის მერიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხოლო 8 სასარგებლოდ დასრულდა. ინფორმაციას ამავე სამსახურის ანგარიშში ვეცნობით. დოკუმენტის მიხედვით, გორის მერია 42 სასამართლო დავაში მოსარჩელე, ხოლო 41 შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა. "იურიდიული განყოფილება ჩართული იყო მხარედ 83 სასამართლო დავაში, აქედან დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს 70 სასამართლო დავა, ხოლო 13 სასამართლო...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის განყოფილების ცნობით, უწყება ამ ეტაპზე 70 სასამართლო დავაშია ჩართული. ერთ-ერთი ასეთი დავა - გორის მერია შპს "დიას" წინააღმდეგ - სასამართლოში 2019 წლიდან დღემდე მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერია შპს "დიას" ხელშეკრულების პირობების დარღვევას ედავება. "ეს დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტელეკომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და შესაბამისად, მერია ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას", - განმარტავენ მერიაში. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოზე. მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 16 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 12 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოს შესასრულებად 32 თვე ექნება. ამ დროისთვის, პატარძეულის მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. დაგეგმილი სამუშაოს ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილდენი, წყლის სათავე ნაგებობა, სატუმბო სადგური, რეზერვუარი...
ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა „ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას „ქართული ოცნება” დააკომპლექტებს, - აღნიშნული განცხადება დღეს “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და მილიონამდე ადამიანის არჩევანს საპროტესტო აქციებით ვერავინ შეცვლის. „პირველ რიგში, მინდა მივმართო თითოეულ...
პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი - მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ, - წერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით უსუფაშვილი. „გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა...
წინა სტატია აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული და დაწესებულ შეზღუდვას 22:00 საათის შემდეგ არ დაემორჩილებიან. მათი თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანი აქციას აგრძელებს და სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ აქციაზე მყოფები არ დააჯარიმონ. „ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დასრულებული აქვს, იგი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულია“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ. აჭარის მთავრობის სახლთან მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს,...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლების მიმართულებით დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. "წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგის, უდაფრთხოების მიმართ საფრთხე. იმის განსაზღვრა სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა დამიზნებით წლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ ჭყლის ჭავლის გამოყენება მოხდა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ...
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატ ნინო წილოსანის ფეისბუქზე წერს, რომ მიტინგები აღარავის სჭირდება და ის 90-იან წლებში ჩარჩენილობის მაჩვენებელია.  "ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ.. ვის ჭირდება მიტინგები , სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან. დემოკრატია კომპლექსური პროცესია - ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია , ინსტიტუტები .. დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ1-კმ7) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სატენდერო წინადადებების მიღება დღეს სრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი-ბავარის გზა, ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, შესაბამისად მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. „ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია და მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული. რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება გართულებულია. უსაფრთხო...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც გუშინ იყო, მათივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე, სასწრაფოდ უნდა გადმოიტანონ. "ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია; თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია",...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ