გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულმა განყოფილებამ ერთ წელში 13 სასამართლო დავა დაასრულა, საიდანაც 5 – გორის მერიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ხოლო 8 სასარგებლოდ დასრულდა.
ინფორმაციას ამავე სამსახურის ანგარიშში ვეცნობით. დოკუმენტის მიხედვით, გორის მერია 42 სასამართლო დავაში მოსარჩელე, ხოლო 41 შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა.
“იურიდიული განყოფილება ჩართული იყო მხარედ 83 სასამართლო დავაში, აქედან დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს 70 სასამართლო დავა, ხოლო 13 სასამართლო დავა დასრულებულია. მითითებული 83 დავიდან გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს/წარმოადგენდა 42 სასამართლო დავაში და მოპასუხე მხარეს წარმოადგენს/წარმოადგენდა 41 სასამართლო დავაში. ზემოაღნიშნული, დასრულებული 13 სასამართლო დავიდან, 5 დავა დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტრესების საწინააღმდეგოდ, ხოლო 8 გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების სასარგებლოდ”, – წერია დოკუმენტში
ინფორმაცია 2020 წლის 1 იანვრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდს გულისხმობს.