გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის განყოფილების ცნობით, უწყება ამ ეტაპზე 70 სასამართლო დავაშია ჩართული. ერთ-ერთი ასეთი დავა – გორის მერია შპს “დიას” წინააღმდეგ – სასამართლოში 2019 წლიდან დღემდე მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერია შპს “დიას” ხელშეკრულების პირობების დარღვევას ედავება.
“ეს დავა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტელეკომპანიამ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და შესაბამისად, მერია ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას”, – განმარტავენ მერიაში.
დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს 70 სასამართლო დავა, ხოლო13 სასამართლო დავა დასრულებულია.
“დასრულებული სასამართლო დავებიდან 5 გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინტრესების საწინააღმდეგოდ, ხოლო 8 მერიის ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა” , – განმარტავს იურიდიული განყოფილება.