გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა დასრულდა

543

გურჯაანში მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა, რომელიც კახეთის რვა მუნიციპალიტეტს მოემსახურება, დასრულდა.

მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა, თავშესაფრის საქმიანობას კი სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს.

აღნიშნულ დაწესებულებაში მოწყობილია კარანტინის, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ბლოკები 100 ერთეული. თავშესაფარში ასევე შესაძლებელი იქნება ცოფზე აცრა, სრული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, სტერილიზაცია-კასტრაციის გზით პოპულაციის მართვა, სპეციალური საჭდეების გაკეთება, ცხოველთა გაჩუქების პროგრამა.

ასევე, შეიქმნება რეგიონის ერთიანი ელექტრონული ბაზა, იმუშავებს 8 სპეც. ავტომობილი, 1 სწრაფი რეაგირების ავტომობილი, 24/7 ქოლცენტრი.
საერთო ჯამში, ხელმისაწვდომი იქნება 80-მდე სახის მომსახურებობით სარგებლობა