აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილებიან

225

წინა სტატია

აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პროტესტის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული და დაწესებულ შეზღუდვას 22:00 საათის შემდეგ არ დაემორჩილებიან.

მათი თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანი აქციას აგრძელებს და სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ აქციაზე მყოფები არ დააჯარიმონ.

„ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დასრულებული აქვს, იგი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულია“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ანთაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ცნობისთვის, დღეიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.