იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადასინჯვასათან დაკავშირებით წარდგენილი სარჩელების 99% არ დააკმაყოფილეს, სიცრუეა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
"საერთო ჯამში, საქართველოს საერთო სასამართლოებში შესულია 96 სარჩელი. აქედან 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება. სასამართლოს მიერ, საარჩევნო უბნების შედეგების...
ოპოზიციის წარმომადგენლები 17 ან 18 ნოემბერს, როდესაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს ვიზიტია დაგეგმილი, განსხვავებული ფორმატის აქციას აანონსებენ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს იქნება მისალმება და დახვედრა სტრატეგიული პარტნიორისადმი მხოლოდ ერთი კონკრეტული მესიჯით "არჩევნები გაყალბდა".
„14 ნოემბერს, 15:00 საათზე, შაბათს ვგეგმავთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ კვლავ დიდ აქციას. მინდა ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდო აქტიურობისკენ. ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში...
გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით ვერ ისაუბრებდა იმიტომ, რომ მას ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, რომ საერთოდ ჰქონდეს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ „თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა".
მისივე თქმით, ვაშაძის განცხადებები ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს.
"არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული...
„სესხის მიზნობრიობის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებენ, ჩაერთონ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ცვლილებები შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“.
ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური დაზუსტების შედეგად მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდება და უფრო მეტი მცირე და საოჯახო...
ჯერჯერობით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგი გვესმის, როგორც ცარიელი ვერბალური სიტყვა, რომლის შინაარსიც არ არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დიალოგზე საერთაშორისო პარტნიორების დასანახად საუბრობს და მზაობას არ ავლენს, რომ სერიოზულად მოეკიდოს პრობლემებს.
„ისინი არ საუბრობენ შინაარსზე. სამწუხაროდ, მეჩვენება, რომ ისინი ამ სიტყვას უბრალოდ...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მარნეულში 65-ე უბანზე ხმების დათვლის დროს ადგილი ჰქონდა ბიულეტენების შერევასა და ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარას.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხმების დათვლის დროს უბანზე შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი ელშან გასანოვი, რომელმაც უბიდან ამოიღო ბიულეტენების დასტა და დაყარა მაგიდაზე. თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვნა იატაკზე. ამ ფაქტს შეესწრო ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებელი კირა კაურინ...
თურნავა: მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად ფერმერები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფერმერები, რომლებიც მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანით არიან დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის განვითარებას სათანადო ყურადღება ექცევა.
„კომპანიებს ან ინდმეწარმეებს, რომლებიც მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბანკო სესხებს იზიდავენ, სესხის პროცენტს სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში უსუბსიდირებენ. ამ გადაწყვეტილებით,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.
აქვე გეტყვით, რომ კოვიდ 19-ის დამარცხების შემდეგ, დღევანდელ მთავრობის სხდომას კანცელარიაში პრემიერმინისტრიც ესწრება.
წინა სტატია
რატომ გადადგა თანამდებობიდან ხაშურის მერი, გიორგი გურასპაშვილი, - ამ შეკითხვით ტელეკომპანია მთავარმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.
"თქვენ არხთან კომენტარს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ დეზინფორმატორები ხართ - მიბრძანდით ახლა. არავითარი ზეწოლა არ არის, ზეწოლა თქვენსკენ მოიკითხეთ, თქვენს პარტიასთან", - ამბობს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ოქტომბერს ღამით ხაშურის მერი გიორგი გურაპალაშვილსა და მაჟორიტარ...
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პარლამენტში.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, არასდროს ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვა და დამტკიცება ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს და ერთ რამეს გეტყვით - არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე შეჯერდნენ, მგონია, რომ ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი...
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ, თითქმის, მომზადებული მოლაპარაკებები ჩაიშალა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ აპირებდა გაურკვევლობაში დარჩენასა და თვალთმაქცობას.
"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ინტერვიუს ვუყურე რუსთავი-2-ზე, ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ:
იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?
პ.ს. ნებისმიერი სხვა პარტიის ლიდერი რომ...
ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ პირობით მივდივართ დიალოგზე,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, დიალოგი არის ცივილური ფორმა, თუმცა, გააჩნია დიალოგის საგანს.
„რა თქმა უნდა, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა, რომლითაც უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ დიალოგს გააჩნია საგანი, რაზე ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, თუ...
პოლიტიკური პარტია "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების წევრები შეხვედრას მართავენ. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრაზე ისაუბრებენ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და სამოქმედო გეგმაზე, მაგ შორის შაბათს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის დეტალებზე.
„ლელოს“ ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის კვლავ მზადაა, თუმცა პირობა, რომ მოლაპარაკებები ხელახალ არჩევნებს უნდა შეეხებოდეს, ძალაში რჩება.
„საზოგადოებრივი პროტესტი არის აბსოლუტურად ბუნებრივი იმ გაყალბებაზე, რომელიც ჩვენ არჩევნებზე ვნახეთ,...
ოპოზიციასთან დიალოგი წარმომიდგენია ასეთ ფორმატში: თუკი ოპოზიციას არჩევნების ვითომ გაყალბების თაობაზე რაიმე მტკიცებულება გააჩნია, წარმოადგინონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კახიანის თქმით, ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, მტკიცებულებები წარადგინოს, რადგან „მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ჰაერზე საუბარს, ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვხედავთ“.
კახიანის შეფასებით, ოპოზიცია წინასწარ, არჩევნებამდე დაგეგმილი სცენარით მოქმედებს და არჩევნების გაყალბების თაობაზე არანაირი...
ქვეყანაში ტოტალური კოლაფსია, რაც რვა წლის მანძილზე დეინსტიტუციონალიზებულმა მმართველობამ მოიტანა - ჩამოშლილია აბსოლუტურად ყველაფერი, - აღნიშნული შეფასება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ მოძრაობა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
მისივე აზრით, ოპოზიცია შექმნილ ვითარებაში ადეკვატურად მოქმედებს, პროცესს სწორად უყურებს და კრიზისიდან ლოგიკურ გამოსავალს ეძებს. ვაშაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის მზაობა სახელისუფლო პარტიასთან დიალოგზე.
“ჩვენ პროცესს ადეკვატურად ვუყურებთ - ასე ვერ გაგრძელდება. საჭიროა საერთო პოზიციების შეჯერება...
პარტია “მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წინაშე დასაყენებელი მოთხოვნების თაობაზე ოპოზიციაში აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება და შეჯერებული პოზიცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
როგორც ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზად არის.
“უნდა შევიკრიბოთ იმაზე სალაპარაკოდ, რომ არჩევნები არის გაყალბებული, გაყალბებულმა არჩევნებმა კრიზი შექმნა, წინ არის მეორე ტურები და რა არის გამოსავალი. დიალოგი კიდევ უფრო დაჩქარდა და ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































