სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

372

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.


აქვე გეტყვით, რომ კოვიდ 19-ის დამარცხების შემდეგ, დღევანდელ მთავრობის სხდომას კანცელარიაში პრემიერმინისტრიც ესწრება.