რატომ გადადგა თანამდებობიდან ხაშურის მერი, გიორგი გურასპაშვილი, – ამ შეკითხვით ტელეკომპანია მთავარმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.
“თქვენ არხთან კომენტარს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ დეზინფორმატორები ხართ – მიბრძანდით ახლა. არავითარი ზეწოლა არ არის, ზეწოლა თქვენსკენ მოიკითხეთ, თქვენს პარტიასთან”, – ამბობს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ოქტომბერს ღამით ხაშურის მერი გიორგი გურაპალაშვილსა და მაჟორიტარ დეპუტატ ზაალ დუგლაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, მას შემდეგ, რაც დუგლაძემ გაიგო, რომ პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა და თავისი წარუმატებლობა ხაშურის უკვე ყოფილ მერს გიორგი გურასპაშვილს დაუკავშირა.
მაშინ ეს ინფორმაცია ყველა მხარემ კატეგორიულად უარყო.
მთავარის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გიორგი გურასპაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ვინაიდან მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე გურასპიშვილის განცხადება ვრცელდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ის რჩება „ქართული ოცნების“ წევრად.