თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოსა" და "დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს" სარჩელები არ დააკმაყოფილა. ორივე პარტია გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს. "ევროპული საქართველო" ცესკოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებასა და არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ "ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, გადაწყვეტილების გამოცხადებისას სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა და პოლიტიკური დავალება აღმოჩნდა უპირატესი. ,"ევროპული საქართველოს” ორი სარჩელი იყო შემოტანილი....
გორის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც აფინანსებს რელიგიურ ორგანიზაციებს. აღნიშნული პროგრამით, წელს უწყების ბიუჯეტით დაფინანსდა ატენის სიონთან კელიების მშენებლობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "რელიგიური ორგანიზაციების თანადაფინანსების მუხლიდან წელს 80 000 ლარი განსაზღვრულია ეკლესია-მონასტრების ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად, ხოლო სამშენებლო პროექტებისთვის განკუთვნილი თანხით წელს დაფინანსდა ატენის სიონთან კელიების მშნებლობა და გორიჯვრის ეკლესიაში ასასვლელი ბილიკის მოწყობა" , - განმარტავს ელზა მიქელაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. კელიების მშენებლობასა და გორიჯვრის ეკლესიაში ასასვლელი ბილიკის...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს covid19 დაუდასტურდა. რაზმაძემ რადიო "მოზააიკასთან"საუბარში აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. "კოვიდი დამიდასტურდა, პირველი ორი დღე მქონდა სიცხეები, ახლა უკეთ ვარ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და სახლში გავდივარ მკურნალობას", - თქვა დავით რაზმაძემ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა თანამშრომლებისთვის სპეცტანსაცმლის შეძენა დაიწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.  13 ნოემბერს კომპანია "დებსთაილთან" გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტოს თანამშრომლები მიიღებენ: 227 დათბილულ ქურთუკს, 143 დათბილულ შარვალ-კომბინიზონს და 220 ცალ საწვიმარ ლაბადას. ასევე, სააგენტოს ცნობით, ოქტომბერში იყოდეს 156 ცალი ზამთრის ჩექმა და 85 რეზინის დათბილული ჩექმა. 2020 წლის 18 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სააგენტოში მუშაობს 270 ადამიანი,...
ქალაქ კასპში, გურამიშვილის ქუჩაზე ადგილობრიბრივ მოსახლეობასა და წყლის კომპანიის თანამშრომლებს შორის, დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ადგილობრივი მოსახლეობა წყლის მრიცხველების დამონტაჟებას აპროტესტებს, რადგან მათი თქმით წყალი თითქმის არ მოდის, ხოლო მრიცხველები, მათი აზრით, გადასახადის ოდენობას გაზრდის: "მრიცხველები რომ დააყენონ, წყალი 24 საათის განმავლობაში უნდა მოდიოდეს. ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ მრიცხველის დამონტაჟების შემთხვევაში, წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში უნდა გვქონდეს....
ფშაველი- აბანო- ომალოს გზაზე სამანქანე გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახმეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, გზაზე უკვე ჩამოთოვა. “თუშეთისკენ სამანქანე გზა უკვე ჩაიკეტა. ჩამოთოვა და გაზაფხულამდე გადაადგილება შეუძლებელი იქნება. მუდმივად საცხოვრებლად, სოფლებში, 20- მდე ოჯახი დარჩა. გასული წლის მსგავსად, კვირაში ერთხელ, თუშეთისკენ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იმოძრავებს” – განაცხადა კახოიძემ. დღევანდელი მდგომარეობით, თუშეთიდან ცხვრის ფარა და საქონელი უკვე სოფლებშია გადმოყვანილი....
თბილისის საქალაქო სასამართლო „ერთიანი საქართველოს” მიერ 10 საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმისა და ცესკოს პროპორციული შემაჯამებელ ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას 14:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს. როგორც პროცესის დაწყებამდე ,,ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა ცესკოში, ირაკლი ჭყოიძემ განაცხადა, ცესკოს მხრიდან პროპორციული შემაჯამებელი ოქმის დაწერა იყო ყოვლად უკანანო ქმედება, რადგან საარჩევნო კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ დაელოდა და პირდაპირ დაწერა შემაჯამებელი ოქმი. „ჩვენ გავასაჩივრეთ პროპორციული შემაჯამებელი ოქმი,...
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისი დააზიანეს. პარტიის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ჩამტვრეულია მინა. მისივე თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობდა, ოფისში კი არავინ იყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.  ენმ-ის წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კრიმინალებს კანონით დადგენილი წესით ებრძოლონ. ოფისების დარბევით კი ოპოზიციას ვერავინ დააშინებს. მირდატ ქამადაძის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იდენტიფიცირებულია თუ...
ბატონმა კალაძემ, უტიფარმა და კიდევ ერთმა „კლოუნმა“ ბრძანა, რომ თამარ ჟვანიას საკითხს არ სვამენ მოლაპარაკებებზეო. რა სისულელეა? ჟვანიას საკითხი ერთი ნაწილია უბრალოდ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებებში მთავარი საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებაა. „მოლაპარაკებებში არსებით საკითხში არაფერი იცვლება. ახალი არჩევნები არის ის საკითხი, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა მოხდეს ყველაფერი. ამ ქოლგის ქვეშ...
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა", - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. IRI-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, მეორე ტურის ფარგლებში საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყობა. „ჩვენ არ ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორებს“, მონაწილეობას არ ვიღებთ. ოღონდ, მთავარი პრობლემა ის...
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული სირცხვილის კორიდორები არჩევანის უფლების აკრძალვის მცდელობაა. 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები გააკეთონ. მეორე ტურის დღეს ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, თუმცა რა სახის იქნება ის, დაზუსტებთ ჯერ უცნობია. აღნიშნული განცხადება ბექა...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე კორონავირუსის სიმპტომებით მოქალაქეები დადიან. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი დიდი გამოწვევის წინაშეა. „არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად კორონავირუსის სიმპტომებით დადიან აქციებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენს ექიმებს, მათ შორის სამედიცინო ინფრასტრუქტურას და ჯანდაცვის სექტორს კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს. თუმცა, ჩვენ შემდეგი პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ ისევ პროაქტიურად ვმართოთ ეპიდვითარება, როგორც აქამდე ვაკეთებდით . დღეს დაგვემატა...
„ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისის დაწვის უკან მყოფი პირი მკაცრად დაისჯება. აღნიშნულის შესახებ დავითულიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხზე მოახდინა რეაგირება. გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ...
„ევროპული საქართველოს წევრის“ ბესიკ დონაძის განცხადებით, სასამართლო დღეს „ევროპული საქართველოს“ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. „ევროპული საქართველოს“ საჩივარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, გამომდინარე აქედან, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადაზე ადრე შეაჯამა არჩევნები და გავასაჩივრეთ შეჯამებაც. დღეს იქნება ერთი სარჩელის გამოცხადება, მეორე სარჩელის სხდომა ჩანიშნული ასევე დღეს. შემაჯამებელ ოქმამდე, კენჭისყრის პროცესი იყო მთლიანად ხარვეზიანი, ყველა პროცედურა მიმდინარეობდა ხარვეზით და შემდეგ...
მცხეთა-მთიანეთში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 915 მილიონი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2019-2020 წლებში საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი ჯანდაცვის კუთხით არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. რეგიონში მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ამბულატორიის 6 შენობა აშენდა მიმდინარეონს 1 დაწესებულების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ