თორნიკე რიჟვაძე: აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დადიან მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ

361

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე კორონავირუსის სიმპტომებით მოქალაქეები დადიან.

მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი დიდი გამოწვევის წინაშეა.

„არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად კორონავირუსის სიმპტომებით დადიან აქციებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენს ექიმებს, მათ შორის სამედიცინო ინფრასტრუქტურას და ჯანდაცვის სექტორს კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს. თუმცა, ჩვენ შემდეგი პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ ისევ პროაქტიურად ვმართოთ ეპიდვითარება, როგორც აქამდე ვაკეთებდით . დღეს დაგვემატა ახალისაწოლ ფონდი და შესაბამისად, ყველა მოქალაქეს ექნება ხელმისაწვდომობა როგორც ბინაზე მკურნალობის, ასევე სტაციონარში”,- განაცხადა რიჟვაძემ.