გორის მერიის ბიუჯეტით ატენის სიონის კელიები აშენდა

379

გორის მუნიციპალიტეტის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც აფინანსებს რელიგიურ ორგანიზაციებს. აღნიშნული პროგრამით, წელს უწყების ბიუჯეტით დაფინანსდა ატენის სიონთან კელიების მშენებლობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“რელიგიური ორგანიზაციების თანადაფინანსების მუხლიდან წელს 80 000 ლარი განსაზღვრულია ეკლესია-მონასტრების ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარად, ხოლო სამშენებლო პროექტებისთვის განკუთვნილი თანხით წელს დაფინანსდა ატენის სიონთან კელიების მშნებლობა და გორიჯვრის ეკლესიაში ასასვლელი ბილიკის მოწყობა” , – განმარტავს ელზა მიქელაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

კელიების მშენებლობასა და გორიჯვრის ეკლესიაში ასასვლელი ბილიკის მოწყობისთვის სულ 158 000 ლარი დაიხარჯა.