ბოკერია: ბატონმა კალაძემ, უტიფარმა და „კლოუნმა“ ბრძანა, რომ თამარ ჟვანიას საკითხს არ სვამენ მოლაპარაკებებზეო – რა სისულელეა?

390

ბატონმა კალაძემ, უტიფარმა და კიდევ ერთმა „კლოუნმა“ ბრძანა, რომ თამარ ჟვანიას საკითხს არ სვამენ მოლაპარაკებებზეო. რა სისულელეა? ჟვანიას საკითხი ერთი ნაწილია უბრალოდ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში მთავარი საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„მოლაპარაკებებში არსებით საკითხში არაფერი იცვლება. ახალი არჩევნები არის ის საკითხი, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა მოხდეს ყველაფერი. ამ ქოლგის ქვეშ შედის ბევრი საკითხი. ბატონმა კალაძემ, უტიფარმა და კიდევ ერთმა „კლოუნმა“ ბრძანა, რომ ჟვანიას საკითხს არ სვამენ მოლაპარაკებებზეო. რა სისულელეა? ჟვანიას საკითხი ერთი ნაწილია უბრალოდ. ჯერ არის ის, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და ახალი არჩევნები რომ ნორმალურად ჩატარდეს, ამის შემადგენელი ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჟვანიას გაშვება, ცესკო-ში ცვლილებები, სუს-ის ჩარევის განეიტრალება და ბევრი რამ. ჟვანიას საკითხი უმნიშვნელო კი არაა, ერთ-ერთია”,- განაცხადა ბოკერიამ.