„ერთიანი საქართველო”: იმდენად მყარი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს, ვერც კი წარმომიდგენია როგორ არ უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლემ ჩვენი სარჩელი

460

თბილისის საქალაქო სასამართლო „ერთიანი საქართველოს” მიერ 10 საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმისა და ცესკოს პროპორციული შემაჯამებელ ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას 14:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ,,ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელმა ცესკოში, ირაკლი ჭყოიძემ განაცხადა, ცესკოს მხრიდან პროპორციული შემაჯამებელი ოქმის დაწერა იყო ყოვლად უკანანო ქმედება, რადგან საარჩევნო კომისია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ დაელოდა და პირდაპირ დაწერა შემაჯამებელი ოქმი.

„ჩვენ გავასაჩივრეთ პროპორციული შემაჯამებელი ოქმი, რომელიც გუშინწინ დაწერა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს იყო ყოვლად უკანანო ქმედება იმიტომ, რომ 196-ე მუხლის, მე-13 პუნქტი პირდაპირ ავალდებულებს ცესკოს, რომ შეჯამების ოქმი მიიღოს საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ცესკო არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებებს და პირდაპირ დაწერა შემაჯამებელი ოქმი.

ჩვენ იმდენად მყარი სამართლებრივი არგუმენტი გვაქვს ხელში, ვერც კი წარმომიდგენია როგორ არ უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლემ ჩვენი სარჩელი და არ გააბათილოს ეს შემაჯამებელი ოქმი. თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს სასამართლო კანონით კი არა პირდაპირ ივანიშვილის დავალებით ხელმძღვანელობს. მოსამართლეს შეუძლია აირჩიოს თავისი კომპეტენცია და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი, ან დაემორჩილოს ბრძანებას. ჩვენ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა თამარ ჟვანია, რომ არ გაეკეთებინა ეს, თუმცა პირდაპირ მიგვანიშნა, რომ არც ერთი საჩივრის განხილვას არ აპირებდა ამ სხდომაზე”, – აღნიშნა ირაკლი ჭყოიძემ.