“ჯერ წყალი მოგვიყვანეთ და მერე დააყენეთ მრიცხველები” – კასპში მოსახლეობა წყლის კომპანიის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

423

ქალაქ კასპში, გურამიშვილის ქუჩაზე ადგილობრიბრივ მოსახლეობასა და წყლის კომპანიის თანამშრომლებს შორის, დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ადგილობრივი მოსახლეობა წყლის მრიცხველების დამონტაჟებას აპროტესტებს, რადგან მათი თქმით წყალი თითქმის არ მოდის, ხოლო მრიცხველები, მათი აზრით, გადასახადის ოდენობას გაზრდის:

“მრიცხველები რომ დააყენონ, წყალი 24 საათის განმავლობაში უნდა მოდიოდეს. ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ მრიცხველის დამონტაჟების შემთხვევაში, წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში უნდა გვქონდეს. ვინ გვაძლევს იმის გარანტს, რომ წყალი გვექნება? მრიცხველებს ამონტაჟებენ იმიტომ, რომ ფული ამოიღონ. არავინ იცის ამ უწყლოობის პირობებში, რამდენი დაიწერება გადასახადი”, – თქვეს გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა.

წყალმომარაგების კომპანიის კასპის სერვისცენტრის მეჯერერი ჯუმბერ თავშავაძე საკითხის დაინტერესებას გააღიზიანა.

“არ უნდათ ეს მრიცხველები და რა ვქნა? ” – აცხადებს თავშავაძე.