„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტს 13 სპორტული და 13 დასასვენებელი სივრცე შეემატება. გორის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 27 სოფელში უკვე დასრულდა გარეგანათების სამუშაოები, საყავრეში კი მიმდინარეობს სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ტერიტორიულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება, 2 800 000 ლარია. “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია....
ქალაქ დუშეთის N 3 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება. პრობლემა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში გადაიჭრება, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განახლებული სააღმზრდელო დაწესებულებით 160 აღსაზრდელი ისარგებლებს. შენობის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში ხორციელდება, ღირებულება კი, 832 776 ლარია. მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის...
ავტორი: ქეთევან ვარდიაშვილი GIZ-ის პროგრამის "კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" მრჩეველი წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომ, პირობითად, რომელიმე მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას თითო ტონა მოწეულ მოსავალზე, მაგალითად, საზამთროზე,  მოსაკრებელი დაუწესოს. მართალია, მუნიციპალიტეტს აქვს ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების შემოღება- გაუქმების კომპეტენცია, მაგრამ ამისთვისაც არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, თუ რის ფარგლებში უნდა იმოქმედოს მან. სწორედ ამ ჩარჩოს დასაცავად ამოწმებს სამართლებრივი ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ისეთ გადაწყვეტილებებს,...
გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დროისთვის თანხების 70% ათვისებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გორის მერის განცხადებით, ზოგიერთი დაგეგმილი პროექტის განხორციელებას და შესაბამისად თანხის გახარჯვას, ხელი პანდემიამ შეუშალა, რის გამოც მორჩენილი თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლში გადანაწილდება. ამ დროისთვის, შესაძლო აუთვისებელი თანხების ოდენობას კონსტანტინე თავზარაშვილი ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს საკითხი თვის ბოლოსთვის იქნება დაზუსტებული. "რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 საბავშვო ბაღში, სადაც სასწავლო პროცესი მთლიანად შეჩერებული იყო, დღეიდან, 17 ნოემბრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნინო ბენდელიანის განცხადებით, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში მთლიანად იყო შეჩერებული. ახალი მოდული კი ბავშვებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელონ. „დავალებებს აძლევენ აღმზრდელები, დახურული ჯგუფებია შექმნილი, სადაც არიან ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტებიც. სასწავლო პროცესს კოორდინირებას...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას ცეცხლი 15 ნოემბერს, გამთენიას გაუჩნდა. დეპუტატი ამბობს, რომ მანქანა სახლთან ჰყავდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. „დილის 4 საათი იქნებოდა, ხმა გავიგეთ და გარეთ გავედით. ვერავინ დავინახე არ ვიცი ვინ იყო, მანქანას ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. დავრეკე 112-ზე და პატრული და სახანძრო მოვიდა. მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, აღარ გამოდგება“, - ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი. დეპუტატი მანქანის დაწვის...
"ქართუ ჯგუფისგან" რეკრეაციული ზონის მოსაწყობად შესაბამისი პროექტის დაფინანსებას გორის მერია მომავალი წლიდან ელოდება. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით ვერაფერი მოესწრება, რადგან მისივე თქმით, ეს იყო მოულოდნელი საჩუქარი და მისი ასახვა ბიუჯეტში ვეღარ განხორციელდება. "უნდა დავთვალოთ ყველაფერი, ამ წელში ვეღარაფერი მოესწრება. დაფინანსების კუთხით ისევ ქართუ ჯგუფი დაგვეხმარება. მომავალი წლიდან დაიწყება ალბათ პროექტზე მუშაობა",-ამბობს გორის მერი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ საკითხზე "ქართული ოცნების"...
გორში, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2 570 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ტენდერში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, კომპანიამ შპს "პროდიუს ინვესტმენტ"  გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, უნდა აშენდეს 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 330 დღეში უნდა დასრულდეს. ინფორმაციისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საბავშვო ბაღის ახალი შენობის აშენებას, გორის...
ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს. "ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში აორმაგებს აგიტატორებს და ემზადება მეორე ტურისთვის. ესეც არის მორიგი ტყუილი! მე ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული - არ ვაპირებ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას! კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩემს მომხრეებსა და თანამოაზრეებს ერთგულებისთვის და მოვუწოდებ, ბოიკოტი გამოუცხადონ გაყალბებულ...
თელავში "ნადიკვარის" სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, პარკში არსებული გორა, რომელიც 2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაიჭრა, სრულად ამოივსება, მოეწყობა ფანჩატურები და ტერასები. თელავის მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამფითეატრის გადახურვის სამუშაოები. ჯამში, "ნადიკვარის" რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, განახლებული პარკი კი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 17 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ სპექტრი წერს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, ძირითადი პრიორიტეტები ისევ ინფრასტრუქტურა, სოციალური პაკეტი, განათლება და კულტურაა. „აქედან 4 მილიონ 340 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა განსაზღვრული, სოციალური პაკეტი მილიონ 875 ათასი ლარით განისაზღვრა, განათლებაზე 3 მილიონამდე დაიხარჯება, ხოლო კულტურაზე 2 მილიონი. ძირითადი თანხა გზებსა და...
სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ აქტივისტებმა, რუსთავში, სოკოს საწარმო „თეთრ ქუდთან“ აქცია გამართეს. აქტივისტებმა საწარმოს შესასვლელ ცენტრალურ ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. მათი თქმით, ამ ფორმით მათ „თეთრი ქუდის“ მიერ გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს. აქციის მსვლეობისას საწარმოს ტერიტორიაზე ავტომობილების შესვლა შეზღუდული იყო. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, წლების განმავლობაში „თეთრი ქუდი“ გარემოს აბინძურებს და რუსთავის მოსახლეობას „თეთრი ქუდის“ კომპოსტის საწარმოდან, მძაფრი და უსიამოვნო სუნი აწუხებს. მათივე თქმით,...
ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა,...
"ლებორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ცესკო-ს არჩევნების მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადებით მიმართავს. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა და "ქათული ოცნების" მხარდამჭერებსაც მოუწოდა, რომ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. "მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემ ნაძალადეველებს, იცოდეთ, რომ ნამდვილი არჩევნები წინ გველოდება, სადაც თქვენს ნებას ვერავინ გააყალბებს. მანამდეც და მის შემდეგაც მე თქვენი ოჯახის...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს რომ მისი პარტია მზადაა, ირაკლი კობახიძესთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა. "რამდენიმე წელიწადია ოცნება უარს ამბობს დებატებზე. არჩევნების წინაც კი გაექცნენ დებატებს. ახლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე - დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია მოქალაქეები და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს, რა გაყალბდა და როგორ", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. გუშინ, 16 ნოემბერს ქართული ოცნების...
9-წლიანი რეჟიმის დროს ძალიან ბევრი ადამიანი არის მათზე განაწყენებული. გამორიცხული არ არის და მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ფაქტი ან თვითდაგეგმილია, ან რიგითმა ადამიანმა გაბრაზების ნიადაგზე ჩაიდინა აღნიშნული, - ამის შესახებ ნოდარ და ლევან შუკაკიძეების ადვოკატმა, ია გაბედავამ განაცხადა, რომლებმაც, ნიკა მელიას მტკიცებით გლდანში მისი საარჩევნო შტაბი გადაწვეს. როგორც უფლებადამცველმა „კვირის პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნიკა მელიას ბრალდება უსაფუძვლოა და მისი დაცვის ქვეშ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ