“არ ვაპირებ ე.წ. მეორე ტურში მონაწილეობას” – ცეზარ ჩოჩელი კანდიტატურას ხსნის

400

ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ ის “ფეისბუქზე” წერს.

“ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში აორმაგებს აგიტატორებს და ემზადება მეორე ტურისთვის. ესეც არის მორიგი ტყუილი! მე ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული – არ ვაპირებ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას! კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩემს მომხრეებსა და თანამოაზრეებს ერთგულებისთვის და მოვუწოდებ, ბოიკოტი გამოუცხადონ გაყალბებულ არჩევნებს!”, – წერს ცეზარ ჩოჩელი.

შეგახსენებთ, ცეზარ ჩოჩელი მცხეთაში ოპოზიციური “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი იყო.