„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტს 13 სპორტული და 13 დასასვენებელი სივრცე შეემატება.
გორის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 27 სოფელში უკვე დასრულდა გარეგანათების სამუშაოები, საყავრეში კი მიმდინარეობს სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.
პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ტერიტორიულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება, 2 800 000 ლარია.
“სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ – ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.
წარმოგიდგენთ პროექტების ნუსხას, რომლებიც 2020 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაიგეგმა:
სკვერი ჭალის დასახლებაში (ძმები რომელაშვილების ქ. #184 მიმდებარედ), სპორტული სივრცე სტალინის გამზირი #10-ის მიმდებარედ, დასასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე ფალიაშვილის ქ. #3 – ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა გორგასლის ქ. #5-სა და #6 კორპუსებს შორის, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობა ელექტროფიკაციის დასახლებაში, სკვერი გვერწითელის ქ #1 და ნადირაძის ქუჩის მიმდებარედ, სკვერი და ტრენაჟორები მუსხელიშვილის ქუჩაზე, სკვერი თოიძის ქუჩაზე, სკვერი მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ტრენაჟორები თიოძის ქუჩაზე, ტრენაჟორები ვერხვების დევნილთა დასახლებაში, ფანჩატური ვერხვების დევნილთა დასახლებაში, სტადიონი თორტიზაში, #1 საბავშვო ბაღის რემონტი კარალეთში, გარეგანათების მოწყობის სამუშაოები 27 სოფელში (ქერე, კარბი, აძვი, ქვეში, ქვემო არცევი, მუმლაანთკარი, ახალუბანი, ახრისი, ციცაგიაანთკარი, ჯარიაშენი, ფხვენისი, ზემო ხვითი, შინდისი, ყელქცეული,თედოწმინდა, ტინისხიდი, ოთარშენი, ბროწლეთი, ტირძნისი, არაშენდა, საქაშეთი, ვარიანის მეურნეობა, ახალდაბა, ვარიანი, ხიდისთავი, ზეღდულეთი, ახალსოფელი.), სკვერი მეჯვრისხევში, მინი სპორტული მოედანი სკრაში, მინი სპორტული მოედანი ბეთლემში, მინი სპორტული მოედანი დიცში, სკვერი და ტრენაჟორები ტინისხიდში, სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე ქვახვრელში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ქიწნისში, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნების მოწყობა ატენში, მინი სპორტული მოედანი ზემო ხვითში, მინი სპორტული მოედანი ბოშურში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა საყავრეში, დასასვენებელი სივრცე და ტრენაჟორები ფლავში, სპორტული მოედნის შემოღობვა ტყვიავში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.