თელავში “ნადიკვარის” სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, პარკში არსებული გორა, რომელიც 2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაიჭრა, სრულად ამოივსება, მოეწყობა ფანჩატურები და ტერასები. თელავის მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა პარკის ტერიტორიაზე განთავსებული ამფითეატრის გადახურვის სამუშაოები.
ჯამში, “ნადიკვარის” რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, განახლებული პარკი კი ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს.