გურჯაანის 2021 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა

382

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 17 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ სპექტრი წერს.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, ძირითადი პრიორიტეტები ისევ ინფრასტრუქტურა, სოციალური პაკეტი, განათლება და კულტურაა.

„აქედან 4 მილიონ 340 ათასი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა განსაზღვრული, სოციალური პაკეტი მილიონ 875 ათასი ლარით განისაზღვრა, განათლებაზე 3 მილიონამდე დაიხარჯება, ხოლო კულტურაზე 2 მილიონი. ძირითადი თანხა გზებსა და წყლებს მოხმარდება. ასევე გაიზრდება სოციალური მომსახურების პაკეტი ახალშობილებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის“, – ამბობს გონგაძე.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა . საკრებულო განიხილავს და შენიშვნებით მერიას 25 ნოემბრამდე უკან დაუბრუნებს. საბოლოოდ ბიუჯეტის დამტკიცება კი 10 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.