გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2 570 000 ლარი დაიხარჯება

355

გორში, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2 570 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ტენდერში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, კომპანიამ შპს “პროდიუს ინვესტმენტ”  გაიმარჯვა.

ხელშეკრულების მიხედვით, უნდა აშენდეს 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 330 დღეში უნდა დასრულდეს.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საბავშვო ბაღის ახალი შენობის აშენებას, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევშიც გეგმავს.