მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასათან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან...
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე ოპერის შენობიდან თსუ-ის პირველ კორპუსამდე შეკრულია ცოცხალი ჯაჭვი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმები წარწერით "გაყალბებულია". მშვიდობის ხიდიდან გადმოფენილ ბანერზე კი გაკეთებულია წარწერა "არჩევნები რუსმა ოლიგარქმა გააყალბა".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მაიკ პომპეო რამდენიმე წუთში უკვე საქართველოს საპატრიარქოში მივა, სადაც ილია მეორესთან გამართავს შეხვედრას. ცნობისთვის, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი. მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს...
ვინმე თუ ინდივიდუალურად გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი უარს ამბობს პოლიტიკურ კარიერაზე და ზურგს აქცევს საკუთარ ამომრჩეველს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ვინმე თუ ინდივიდუალურად გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს სურათს ვერ შეცვლის, რადგან პარლამენტში შესვლას არც ერთი პარტია არ გეგმავს. თუ ვინმე ასე წასვლას ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ეს იმას ნიშნავს, რომ...
გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შტაბის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. ელჩის მოწოდებაა, ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. ”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს...
National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პანდემიის გამო, წლევანდელი კონკურსის სლოგანია „იოცნებე ახლა, წადი მოგვიანებით“ (Dream Now, Go Later). 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში გამოცემის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები...
მას შემდეგ რაც პანდემიის გამო გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა, მგზავრთა ნაწილი მუნიციპალური ტრანსპორტის დაგვიანებაზე საუბრობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი დიდია, ასევე, მათი თქმით,  დისკომფორტს  ქმნის, ისიც, რომ 8 საათის შემდეგ ქალაქში ავტობუსები აღარ მოძრაობენ. შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ინტერვალი არ შეცვლილა, რაც შეხება მუშაობის ერთი საათით ადრე, საღამოს 9 საათზე დასრულებას, ეს დაკავშირებულია დაწესებულ წერტილოვან...
ნიკა მელიას ოფისზე მომხდარი თავდასხმის მეორე დღეს სამართალდამცველებმა დამნაშავის ვინაობა ისევ არ იციან, თუმცა, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა გუშინვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც სავარაუდო დამნაშავე უნდა ჩანდეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. შტაბის ხელმძღვანელი თორნიკე ბიკაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიამ სავარაუდო დამნაშავეები დაასახელა, მაგრამ გამოძიება ამით არ დინტერესებულა. "მელიამ დაასახელა სავარაუდო დამნაშავეები, მაგრამ გამოძიება ჯერ არ დაგვკავშირებია. ჩემი ინფორმაციით, კამერებიდან თავისუფლად შეუძლიათ...
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგა შუშანია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. გიგა შუშანიამ არჩევნებიდან მოხსნის განცხადებით საოლქო კომისიას უკვე მიმართა. "ყველამ იცის, როგორ გაყალბდა არჩევნები, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებიც მეტყველებს. ამიტომ უარს ვამბობ მეორე ტურში მონაწილეობაზე და საოლქო კომისიას უკვე მივმართე განცხადებით, რომ ჩემი კანდიდატურა ბიულეტენებიდან ამოიღონ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ცირკში და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს", - განაცხადა გიგა...
აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციის აქცია იმართება ხმაური და დაპირისპირებაა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, ორი პირი დააკავეს. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ექიმების თქმით, მოქალაქე კონტაქტურია და აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში. როგორც აქციის მონაწილეები ყვებიან, მას დაპირისპირების დროს ფეხი...
ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობს პარტია „სახელ პლუსის“ წარმომადგენლები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათ უმაღლესის საბჭოს წინ კარავი გაშალეს და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და ასევე მოითხოვენ შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა. ჯერჯერობით, პროტესტის მონაწილეებს, როგორც ამბობენ, არავინ გამოხმაურებია ოფიციალური უწყებებიდან.
video
ვინ წავა და ვინ  - არა აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიიდან, საბოლოო სურათის დანახვამდე დიდი დრო არ რჩება, თუმცა, როგორც ტვ25- სთვის გახდა ცნობილი, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიიდან რამდენიმე მათგანი დეპუტატობას არ აპირებს. გეგმავენ, მუშაობა წინასაარჩევნო პერიოდამდე დაკავებულ თანამდებობებზე გააგრძელონ, საკანონმდებლო ორგანოში კი ავტომატურად, სიით მომდევნო შევიდეს. ტელეარხის ცნობით, თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ პროპორციული...
შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გორის მუნიციპალიტეტის მერიას სტალინის გამზირისა და ამილახვრის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე 1,6 კვ.მ. ფართზე იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებას, ორი წლის ვადით სთხოვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. აღნიშნული ფართი არის მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის მოვლა პატრონობაც 2018 წლიდან „ჯეო დისტრიბუშენ გრუპს“ ევალება. საკითხის მიმართ პროტესტი საკრებულოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ირმა ამბარდნიშვილმა დააფიქსირა. როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნული კომპანია ვერ უზრუნველყოფს მიწისქვეშა გადასასვლელის სისუფთავეს...
დუშეთის მუნიციპალიტეტში ხიდების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. სოფელ ჭართალში, ჯუხისის ხევზე, აშენდა 12 მეტრის სიგრძის ახალი საავტომობილო ხიდი, - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ასევე, ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა იანტალოს ხიდის მშენებლობა. ხიდების მიმდებარედ გაიწმინდა ხევები, მოეწყო დამცავი გაბიონები. კალაპოტი დაიფარა ბეტონის ტერასებით. სამუშაოები შეასრულა შპს „სამებამ“. ჯუღისის ხევზე აშენებული ხიდის ღირებულებამ 187570,49 ლარი შეადგინა, ხოლო იანტალოს ხიდის მშენებლობაზე...
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფ ამომრჩეველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. გადასატანი ყუთის მოთხოვნა მათ დღეს, 17 ნოემბერს, 18:00 საათამდე შეუძლიათ. "თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 15 და 16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ