ნიკა მელიას ოფისზე მომხდარი თავდასხმის მეორე დღეს სამართალდამცველებმა დამნაშავის ვინაობა ისევ არ იციან, თუმცა, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა გუშინვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც სავარაუდო დამნაშავე უნდა ჩანდეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
შტაბის ხელმძღვანელი თორნიკე ბიკაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიამ სავარაუდო დამნაშავეები დაასახელა, მაგრამ გამოძიება ამით არ დინტერესებულა.
“მელიამ დაასახელა სავარაუდო დამნაშავეები, მაგრამ გამოძიება ჯერ არ დაგვკავშირებია. ჩემი ინფორმაციით, კამერებიდან თავისუფლად შეუძლიათ დაადგინონ თავდამსხმელთა ვინაობა და, შესაბამისად, გავიდნენ დამკვეთებზეც”,- ამბობს ბიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას შტაბს ცეცხლი გუშინ გამთენიისას გაუჩნდა. თავდამსხმელებმა შენობაში ე.წ. მოლოტოვი კოქტეილები შეყარეს. შემთხვევის შედეგად, სრულად განადგურებულია ოფისის ინვენტარი.
თავის მხრივ, ნიკა მელიამ ის პირები დაასახელა, ვინც მისი ინფორმაციით, შტაბი გადაწვა. მელია ორგანიზატორად კალაძე-კობიაშვილს, შემსრულებლებად კი ე.წ. კანონიერ ქურდ ნოდარ შუკაკიძეს და მის ძმას, ლევან შუკაკიძეს ასახელებს.