ბათუმში მოსახლეობა საღამოს ავტობუსების შეფერხებით მოძრაობაზე საუბრობს

382

მას შემდეგ რაც პანდემიის გამო გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა, მგზავრთა ნაწილი მუნიციპალური ტრანსპორტის დაგვიანებაზე საუბრობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი დიდია, ასევე, მათი თქმით,  დისკომფორტს  ქმნის, ისიც, რომ 8 საათის შემდეგ ქალაქში ავტობუსები აღარ მოძრაობენ.

შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ინტერვალი არ შეცვლილა, რაც შეხება მუშაობის ერთი საათით ადრე, საღამოს 9 საათზე დასრულებას, ეს დაკავშირებულია დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებთან და ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებისათვის ცნობილი იყო.