ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობს პარტია „სახელ პლუსის“ წარმომადგენლები. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მათ უმაღლესის საბჭოს წინ კარავი გაშალეს და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და ასევე მოითხოვენ შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა.
ჯერჯერობით, პროტესტის მონაწილეებს, როგორც ამბობენ, არავინ გამოხმაურებია ოფიციალური უწყებებიდან.