უდუმაშვილი: ვინმე თუ ინდივიდუალურად გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ უარს ამბობს პოლიტიკურ კარიერაზე და ზურგს აქცევს ამომრჩეველს

558

ვინმე თუ ინდივიდუალურად გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი უარს ამბობს პოლიტიკურ კარიერაზე და ზურგს აქცევს საკუთარ ამომრჩეველს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვინმე თუ ინდივიდუალურად გადაწყვეტს პარლამენტში შესვლას, ეს სურათს ვერ შეცვლის, რადგან პარლამენტში შესვლას არც ერთი პარტია არ გეგმავს. თუ ვინმე ასე წასვლას ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი უარს ამბობს პოლიტიკურ კარიერაზე და ზურგს აქცევს საკუთარ ამომრჩეველს. ამას რა შეფასებები მოჰყვება, წინასწარ არ გეტყვით“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.