აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე ოპერის შენობიდან თსუ-ის პირველ კორპუსამდე შეკრულია ცოცხალი ჯაჭვი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმები წარწერით “გაყალბებულია”.
მშვიდობის ხიდიდან გადმოფენილ ბანერზე კი გაკეთებულია წარწერა “არჩევნები რუსმა ოლიგარქმა გააყალბა”.