“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი გიგა შუშანია მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. გიგა შუშანიამ არჩევნებიდან მოხსნის განცხადებით საოლქო კომისიას უკვე მიმართა.
“ყველამ იცის, როგორ გაყალბდა არჩევნები, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებიც მეტყველებს. ამიტომ უარს ვამბობ მეორე ტურში მონაწილეობაზე და საოლქო კომისიას უკვე მივმართე განცხადებით, რომ ჩემი კანდიდატურა ბიულეტენებიდან ამოიღონ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ცირკში და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.