ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 22-ე საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს მარკირებას არც უმოწმებდნენ და არც უკეთებდნენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
უბანზე მედიის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ უბანზე მარკირების პროცედურის ჩატარება დაიწყეს. ცესკო-ს წარმომადგენლის გივი ნატროშვილის თქმით, უბანზე მარკირების პროცედურა დაირღვა, თუმცა, გამოსწორებადია.
კახეთის რეგიონში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ერთ ოლქში მიმდინარეობს. მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად კენჭისყრა ტარდება ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებული...
"ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ, ოპოზიციის კანდიდატები ჩუმად მოვუწოდებდით ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს",- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ.
მისივე თქმით, მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, პირველი ტურის შედეგების აღიარებას ნიშნავს.
"მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ნიშნავს პირველი ტურის შედგების აღიარებას. გარდა ამისა, მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს იმის გამოც, რომ იგივე ადმინისტრაციაა...
ჩვენ, ოპოზიცია მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ გარკვეული კომპრომისისთვისაც, ოღონდ ჯერ მეორე მხრიდან ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ოპოზიციის კომპრომისი ჩიხლაძე პასუხობს, რომ ეს მოლაპარაკებებიდან იქნება გამომდინარე.
„საწყისად იმის თქმა, რაზე შეიძლება დათმობა, არასწორი იქნება. ჩვენ გვაქვს წინანადებები, ხელისუფლებას ჯერ შემხვედრი წინადადები არ უთქვამს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შატილში საარჩვნო უბანი ამ დრომდე ვერ იხსნება, - ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.
შატილში საარჩევნო უბანი დღეს უამინდობის გამო ვერ გაიხსნა. კერძოდ, ცესკოს განცხადებით, ვერტმფრენმა უამინდობის გამო კომისიის წევრები ადგილზე ვერ გადაიყვანა.
ბოლო მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში -...
აჭარის რეგიონში არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო პროცედურა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საჩივრები ამ ეტაპზე, არცერთ ოლქში არ დაფიქსირებულა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ნესტან ნაკაშიძემ განუცხადა.
ნესტან ნაკაშიძემ ბრიფინგზე მედიას ინფორმაცია წაუდგინა 12:00 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონის ორ მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მისივე განმარტებით, 12:00 საათის მონაცემებით, აჭარის რეგიონში ამომრჩევლის ყველაზე მეტი აქტივობა ქედაში დაფიქსირდა,...
წინა სტატია
ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, გუდაურის ერთ უბანზე, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა, ამ დროისთვის კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია.
„რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეციალურად შექმნილ უბანს, სადაც 19 ამომრჩეველია, გადასატანი საარჩევნო ყუთი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა...
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი საპარლამენტო არჩევნების II ტურს საბჭოთა კავშირს ადარებს.
"ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებაა, არ მივცეთ ლეგიტიმაცია ამ ფარსს. შესაბამისად, ამ მეორე ტურებსს, ამ ფარსს პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. საბჭოთა კავშირში არჩევნები იყო სწორედ ასეთი, როცა იყო ფაქტობრივად მხოლოდ 1 კანდიდატი კომუნისტური პარტიიდან. სხვათა შორის, არ არის შემთხვევით, რომ კომუნისტური პარტიის ბევრი "მოღვაწე" დღეს ქართულ ოცნებაშია", - თქვა მან.
მეორე ტური 17 საარჩევნო...
12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა, - ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა.
ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში - 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში - 6.2%.
„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა,...
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ორ საარჩევნო ოლქში აკვირდება. დამკვირვებელთა მობილური ჯგუფი შიდა ქართლში - ხაშური-ქარელის და ქვემო ქართლში - რუსთავი-გარდაბანის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე გადაადგილდება და კენჭისყრის პროცესს აკვირდება.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე დააკვირდებიან.
„დარღვევების თაობაზე საჩივრები მომზადდება საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, საჭიროების...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შუალედური ვარიანტი, რაზეც შესაძლებელია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს, შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოიკვეთოს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი არ არის დათმობაზე, არამედ ნაბიჯებზე, რომელიც ერთობლივად უნდა გადადგან ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ასეთი შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მესამე რაუნდის ფარგლებში, რომელიც გაიმართება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ეს ალბათ, დახურული ინფორმაცია უნდა იყოს, შეიძლება...
"ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურზე უკვე მივიდა და ხმა მისცა. თუმცა მანამდე, ორი კაბინა მისმა დაცვამ გაწმინდა. სწორედ ამ კაბინებში შევიდნენ რამდენიმე წუთში ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.
როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, კაცმა სადეზინფექციო საშუალებები ივანიშვილის მოსვლამდე პოლიეთილენის პარკით მოიტანა, მმართველი პარტიის ლიდერის წასვლის შემდეგ კი, ოთახში შებრუნდა და სადეზინფექციო საშუალებები წაიღო.
On.ge-ს ჟურნალისტი ესაუბრა მთაწმინდის #4...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას ფარულად ახდენს. ამიტომ ის მხარდამჭერებს, საარჩევნო ყუთებთან პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
"დღეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელიც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ მყარი საფუძველი ჩაუყარა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი გვარები რჩება ბიულეტენზე.
გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად,...
„მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, მათი მოკლევადიანი დამკვირვებლების ინფორმაციის შესაბამისად, 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართა, ასევე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი.
„თითქმის ყველა საარჩევნო უბანი, სადაც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები აკვირდებიან, მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის გახსნის პროცესს, ძირითადად, საუბნო საარჩევნო კომისიის 10 წევრი ესწრებოდა. ასევე, ამ უბნებზე დაცულია კოვიდის უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა...
დღეს, საქართველოს ჩვიდმეტ მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, თუმცა, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.
საარჩევნო ადმინისტრაციას მეორე ტურის ორგანიზება და ჩატარება 8.6 მილიონი ლარი უჯდება. ამ თანხიდან ყველაზე მეტი რესურსი - 4.56 მლნ ლარი საარჩევნო ადმინისტრაციასა და უბნებზე...
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა 31 ოქტომბერს. დღესაც, ამ რთულ პერიოდშიც, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ. ამავდროულად, ყველა ქვეყანამ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია....
ბათუმში 93-ე საარჩევნო უბანი სპეცუბნად გადაკეთდა. როგორც ოლქში განაცხადეს, მიზეზი კომისიის წევრთა ნაკლებობაა. უბანზე, სადაც 983 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 12-დან მხოლოდ 6 წევრი იმყოფება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ თავიანთი წარმომადგენლები და წევრები გაიწვიეს.
ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში სულ 120 უბანია, მათ შორის 16 კოვიდუბანი.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც მეორე ტურებეში მონაწილეობენ.
ოპოზიციის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































