ჯალაღონია: ინფორმაცია, რომ ოპოზიციას ხალხი არჩევნებზე ჩუმად მიჰყავს, სიცრუეა

445

“ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ, ოპოზიციის კანდიდატები ჩუმად მოვუწოდებდით ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს”,- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ.

მისივე თქმით, მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, პირველი ტურის შედეგების აღიარებას ნიშნავს.

“მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ნიშნავს პირველი ტურის შედგების აღიარებას. გარდა ამისა, მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს იმის გამოც, რომ იგივე ადმინისტრაციაა და მესამე მიზეზი არის ის, რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ნიშნავს ჩვენი ამომრჩევლების უფლების დარღვევას. თვითონ ჩვენი ამომრჩევლები გვეუბნებოდნენ არჩევნების წინ, რომ ისინი არ მივიდოდნენ არჩევნებზე, თუ ჩვენ ვერ დავიცავდით მათ ხმებს. აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ ჩვენი ამომრჩეველი დღეს არჩევნებზე არ მივა. დღევანდელი შედეგი ვერ ასახავს ვერანაირად ხალხის რეალურ განწყობას. დილით ივანიშვილმა ბრძანა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ოპოზიციის კანდიდატები ჩუმად მოვუწოდებდით ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. მე ველოდები, რა თქმა უნდა, რომ დღეს შედეგები არ იქნება 100%, დაახლოებით იქნება 43-57-ზე, რომ შექმნან ისეთი ილუზია რომ არჩევნები იყო დემოკრატიული”,- განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.