კომისიის წევრთა ნაკლებობის გამო ბათუმში 93-ე საარჩევნო უბანი სპეცუბნად გადაკეთდა

341

ბათუმში 93-ე საარჩევნო უბანი სპეცუბნად გადაკეთდა. როგორც ოლქში განაცხადეს, მიზეზი კომისიის წევრთა ნაკლებობაა. უბანზე, სადაც 983 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 12-დან მხოლოდ 6 წევრი იმყოფება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ თავიანთი წარმომადგენლები და წევრები გაიწვიეს.

ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში სულ 120 უბანია, მათ შორის 16 კოვიდუბანი.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც მეორე ტურებეში  მონაწილეობენ.