“ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურზე უკვე მივიდა და ხმა მისცა. თუმცა მანამდე, ორი კაბინა მისმა დაცვამ გაწმინდა. სწორედ ამ კაბინებში შევიდნენ რამდენიმე წუთში ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.
როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, კაცმა სადეზინფექციო საშუალებები ივანიშვილის მოსვლამდე პოლიეთილენის პარკით მოიტანა, მმართველი პარტიის ლიდერის წასვლის შემდეგ კი, ოთახში შებრუნდა და სადეზინფექციო საშუალებები წაიღო.
On.ge-ს ჟურნალისტი ესაუბრა მთაწმინდის #4 უბნის თავმჯდომარეს, რომელმაც დაადასტურა, რომ კაბინა ნამდვილად ივანიშვილის პირადმა დაცვამ გაწმინდა. კითხვას, ჰქონდა თუ არა მას კაბინასთან მისვლის უფლება, უბნის თავმჯდომარე ასე პასუხობს:
“ჩვენ კაბინასთან ვერ მივალთ როცა ამომრჩეველი ხაზავს თავის აზრს. კანონში არ წერია, რომ არ აქვს უფლება პირად დაცვას, მივიდეს და დაამუშაოს. თუმცაღა, ჩვენ ჩვენი, დეზინფექციას ვინც ატარებდა, ის გვყავს, ალაგებდა, ორ საათში ერთხელ ალაგებს ყველაფერს, მაგიდებს წმენდს, კაბინებს წმენდს, მაგრამ კოდექსში არ გვიწერია… თუ მანახებთ, სად წერია კოდექსში, რომ პირადმა დაცვამ არ შეიძლება დაამუშაოს რაიმე, ან პირადმა ექიმმა… შეიძლება მისი პირადი ექიმი იყო, მე ხო არ ვიცი, შეიძლება ხალათი გარეთ არ ეცვა. ყოველ შემთხვევაში, პირადი დაცვა რომ არის და მისი გარემოცვა რომ არის, ვიტყვი”, — განაცხადა მან On.ge-სთან