ცესკო: გუდაურის ერთ უბანზე, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა, ამ დროისთვის კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

410

წინა სტატია

ცესკო-ს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, გუდაურის ერთ უბანზე, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა, ამ დროისთვის კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია.

„რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეციალურად შექმნილ უბანს, სადაც 19 ამომრჩეველია, გადასატანი საარჩევნო ყუთი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა შეუფერხებლად დააფიქსირონ საკუთარი ხმა.

„ასევე სტაციონრულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობისთვის სპეციალურად შექმნილი 80 უბანი 145 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არჩევნების მეორე ტურისთვის არის 2 მილიონ 140 210. ხოლო ამომრჩევლებს ესმსახურება 1914 უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი.