ჩვენ, ოპოზიცია მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ გარკვეული კომპრომისისთვისაც, ოღონდ ჯერ მეორე მხრიდან ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ოპოზიციის კომპრომისი ჩიხლაძე პასუხობს, რომ ეს მოლაპარაკებებიდან იქნება გამომდინარე.
„საწყისად იმის თქმა, რაზე შეიძლება დათმობა, არასწორი იქნება. ჩვენ გვაქვს წინანადებები, ხელისუფლებას ჯერ შემხვედრი წინადადები არ უთქვამს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.