აშშ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. "იმისთვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს COVID-19 პანდემიის შემდგომ აღდგენაში დავეხმაროთ, აშშ-ის მთავრობა დააფინანსებს უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ს, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკის პოტენციალის შესახებ მსხვილ საერთაშორისო ინვესტორებთან ცნობიერების ამაღლებას. აშშ-ის მთავრობა აღნიშნულ...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბა ნასაკირალში და სოფელ გურიანთაში შიდა სასოფლო გზების მოწყობის სამუშაოებს, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად გაეცნო. მიმდინარე სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 273 130 ლარით ფინანსდება
ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნებისა და სათამაშო, საბავშვო მოედნების, გაზონის, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე-მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის...
ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა, სამეგრელოს რეგიონში, მძიმე კატეგორიის ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას საქართველსოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში 68 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია. „დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 55 დევნილი...
შემდეგი სტატია პოლიციამ იმერეთში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული მამაკაცი დააჯარიმა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 1973 წელს დაბადებული, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საკრებულოს წევრი მ.ბ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მ.ბ.-ს, 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, “კოვიდ-19”-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა,...
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. როგორც ცნობილია, მხარეებს შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, დიალოგის მესამე რაუნდი 7 დეკემბერს გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ მორიგი შეხვედრა შესაძლოა სწორედ 8 დეკემბერს შედგეს. გუშინ გამართული შეხვედრის დეტელებზე დიალოგის მონაწილეებს არ უსაბრიათ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გარკვეული პოზიციების დაახლოება მოხდა. „შემიძლია გითხართ, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია...
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა. „დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ. განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ არაერთხელ და რა საკვირველია ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი და „ქართული ოცნება“ უსაფუძვლოდ მათ არჩევანს ეჭვის...
ალბათ, შეხვედრა ხვალაც შედგება და დიდი იმედი გვაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება. ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც უკავშირდება ხელახალ არჩევნებს. ბევრი დრო არაა დარჩენილი და იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების...
პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული შეთანხმებისკენ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი დიალოგი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ემსახურებოდა. „ეს ნამდვილად ემსახურებოდა პოზიციების დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს...
პოლიტიკური პარტია „ გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მესამე რაუნდზე მხარეებმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეთავაზებები პუნქტობრივად გაიარეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, არის პუნქტები, რომლებზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა პრინციპულ საკითხებზე ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია. „პუნქტებად გავიარეთ „ქართული ოცნების“ წინადადებაც და ოპოზიციის წინადადებაც. იყო რაღაც საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. არ მაქვს...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა დარჩა რამდენიმე საკითხები, სადაც ეს ვერ მოხერხდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემდეგი შეხვედრა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის ხვალ გაიმართება. „დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხართ, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მთავარი...
რომ გითხრათ, დაგამშვიდოთ, გაგახაროთ და გითხრათ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე - არა. Ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1 ნოემბრიდან საუბრობს. “ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან. მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის...
თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგის მეოთხე რაუნდი გაიმართება. „ჯერჯერობით არ არის საუბარი რაიმე კომპრომისზე, დათმობაზე. ჯერ საუბარია იმაზე, რომ წინ გველოდება მეოთხე რაუნდი“, - განაცხადა...
ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება, - ამის შესახებ მესამე რაუდის დასრულების შემდეგ „ლელო საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს უფლება, შეხვედრის დეტალებთან მედიაზე ისაუბროს. „ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. განსხვავებები რჩება. ვფიქრობ, ეს დრო ჩვენ ძლიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება.“, - განაცხადა „ლელო საქართველოს“ ლიდერმა. ჯაფარიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება მოლაპარაკების...
დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე, ერთ-ერთმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოებისას კვლავ დააზიანა თბილისი ენერჯის გაზის მილი, - ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ადგილზე უკვე მუშაობენ ჯგუფები, რომ სწრაფად აღდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. "ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი მდგომარეობისთვის. ბუნებრივი გაზის მიწოდებას დავიწყებთ 16 საათიდან და 22 საათამდე სრულად ჩაირთვება ყველა აბონენტი“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ