„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა დარჩა რამდენიმე საკითხები, სადაც ეს ვერ მოხერხდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემდეგი შეხვედრა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის ხვალ გაიმართება.
„დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხართ, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა. ამიტომ გაგრძელდება პროცესი. ხვალ იქნება მომდევნო შეხვედრა და იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადეობას“,- განაცხადა ბაქრაძემ.