ვაშაძე: კომპრომისი მთავარ საკითხებზე ჰორიზონტზე არ ჩანს

461

რომ გითხრათ, დაგამშვიდოთ, გაგახაროთ და გითხრათ, რომ კომპრომისი გამოჩნდა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე – არა. Ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1 ნოემბრიდან საუბრობს.

“ელჩებმა თქვეს, რომ დღეს საღამოს დაგვიკავშირდებიან. მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს იმიტომ, რომ მოლაპარაკებები თუ არ შედგა ჩვენი სახელმწიფო აღმოჩნდება ძალიან მძიმე დღეში. Ჩემთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ მთავარ საკითხებზე კომპრომისი ჰორიზონტზე არ ჩანს. “ქართული ოცნების” მხრიდან ჩანს მზაობა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ჩანს მზაობა მთავარ საკითხებზე, რომელზეც ოპოზიცია 1 ნოემბრიდან საუბრობს”,- განაცხადა ვაშაძემ.