ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება, – ამის შესახებ მესამე რაუდის დასრულების შემდეგ „ლელო საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს უფლება, შეხვედრის დეტალებთან მედიაზე ისაუბროს.
„ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. განსხვავებები რჩება. ვფიქრობ, ეს დრო ჩვენ ძლიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება.“, – განაცხადა „ლელო საქართველოს“ ლიდერმა.
ჯაფარიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება მოლაპარაკების მხარეებს შორის.