განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ არაერთხელ და რა საკვირველია ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი და „ქართული ოცნება“ უსაფუძვლოდ მათ არჩევანს ეჭვის ქვეშ არ დააყენებს. „განმეორებით არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ პლებისციტს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.