დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე, ერთ-ერთმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოებისას კვლავ დააზიანა თბილისი ენერჯის გაზის მილი, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ადგილზე უკვე მუშაობენ ჯგუფები, რომ სწრაფად აღდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება.
“ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი მდგომარეობისთვის. ბუნებრივი გაზის მიწოდებას დავიწყებთ 16 საათიდან და 22 საათამდე სრულად ჩაირთვება ყველა აბონენტი“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.