თითქოს რაღაც უკეთესობის ნიშნები გამოიკვეთა საარჩევნო რეფორმის ხაზით, მაგრამ ჩვენ საარჩევნო რეფორმა კი არა ახალი პარლამენტის არჩევნები გვინდა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგის მეოთხე რაუნდი გაიმართება.
„ჯერჯერობით არ არის საუბარი რაიმე კომპრომისზე, დათმობაზე. ჯერ საუბარია იმაზე, რომ წინ გველოდება მეოთხე რაუნდი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.