ჯაფარიძე: არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია

976

პოლიტიკური პარტია „ გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მესამე რაუნდზე მხარეებმა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის შეთავაზებები პუნქტობრივად გაიარეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, არის პუნქტები, რომლებზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა პრინციპულ საკითხებზე ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია.

„პუნქტებად გავიარეთ „ქართული ოცნების“ წინადადებაც და ოპოზიციის წინადადებაც. იყო რაღაც საკითხები, რაზეც შევთანხმდით, მაგრამ დარჩა ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. არ მაქვს იმის უფლება, რომ დეტალები გითხრათ, მაგრამ ახლა, იმის თქმა შემიძლია, რომ პუნქტობრივად გავიარეთ, არის რაღაც პუნქტები, რაზეც თანხმობის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული საკითხები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება შეუძლებელია,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.