წინა სტატია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ აფახაზეთში, ე.წ. აფხაზური დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. "ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა. აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ბებუას, ისევე...
დღეს, 7 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად სამი საკითხი იყო გამოტანილი. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. პირველი საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა. საკითხის განხილვისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ცვლილებების შეტანის შემდგომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტმა 39 173 100 ლარი შეადგინა. „1 655 000 ლარით შემცირდა მთავრობის მიერ საჯარო...
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის თეთრიწყაროს განყოფილება კოვიდ კლინიკად გადაკეთდა. ამის შესახებ TV4-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორმა, თეა ბაკაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდ პაციენტებისთვის 15 საწოლია მობილიზებული, საიდანაც  სამი თერაპიული,  12 კი ინტერნსიური საწოლია. რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო ოცდაოთხ საათში თეთრიწყაროს კოვიდ კლინიკაში ვირუსზე 10 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი შვიდს დაუდასტურდა . როგორც კლინიკაში აცხადებენ, სტაცინალურ მკურნალობას სამედიცინო...
"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შესახებ ლაპარაკობს და როგორც თავად ამბობს, ცდილობს, დეტალებზე საუბრის გარეშე მოქალაქეებს ვითარება აღუწეროს. კაპანაძე ფეისბუქზე წერს, რომ მას არ მოსწონს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების პირობა, თუმცა, ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა. კაპანაძის თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე ვითარება შემდეგნაირია: "ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა - პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები,...
პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას 7-მდე დეპუტატი აპირებს. "მაქვს ინფორმაცია, რომ 7-მდე დეპუტატი შედის პარლამენტში. თან შედიან არა პირველ დღეს, არამედ ნელ-ნელა", - განუცხადა ფორმულას ოქრუაშვილმა. მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. კრიზისის ფონზე, დიპლომატიური კორპუსის...
ბათუმში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ, რადგან ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა. მათი თქმით, თევზის პროდუქტებით ვაჭრობის გამო, არასასიამოვნო სუნია. ისინი ბათუმის მერიას დახმარებას სთხოვენ. „ყოველდღე გვიწევს აუტანელი სუნის და ანტისანიტარიის პირობებში ცხოვრება. არ მივცემთ დახლების დალაგების საშუალებას. გადაიყვანონ ეს ხალხი სხვა ადგილას. კი, გვესმის, უჭირს ყველას, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? არაერთხელ...
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, ასფალტის საფარის მოწყობა ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ განხორციელდა,- ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. დედაქალაქის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. 3 842 კვ. მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. პროექტისთვის, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, 269 840...
გორის მერი ხოჯევანიშვილების ბაღებთან დაგებულ გზასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას აბსურდს უწოდებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საკითხებს სიღრმისეულად არ ეცნობა და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს. გორის მერი აცხადებს, რომ სოფელ კარალეთში, ხოჯევანიშვილების ბაღებამდე მისასვლელი გზის დაგებაში მერიის მონაწილეობაზე გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა განცხადება, რომ კარალეთში ხოჯევანიშვილების ბაღებამდე გზა მერიამ დააგოო, რაც...
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, განათლების და კულტურის სამინისტრომ არ დაადასტურა. საუბარია გორში, სამეფოს 70-ში მდებარე ობიექტზე, სადაც ახლა კერძო მესაკუთრე სავაჭრო ცენტრს აშენებს. კულტურის სამინისტროს განმარტებით, წლების წინ შეძენილ ობიექტზე, მესაკუთრემ მისი შინაარსობლივი დატვირთვის კუთხით გადაწყვეტილება რამდენჯერმე შიცვალა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ბოლო პერიოდში კი მოხდა შეთანხმება, რომ აქ სავაჭრო ცენტრს ააშენებდა, ოღონდ იმ...
გორში, ისტორიულ სამეფო ქუჩაზე სამუშაო პროცესი ზამთარში დაიწყება. მანამდე, სამშენებლო ტექნიკა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყვანეს. თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შპს "იბოლიას" ტექნიკა გაქრა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ფოტო Qartli.ge-მ 5 დეკემბერს გადაიღო. ქუჩის დასაწყისი ამ მდგომარეობში თვეზე მეტია იმყოფება. შპს "იბოლიას" გენერალური დირექტორი დავით გოდერძიშვილმა გვირჩია, რომ სამშენებლო ობიექტზე დღეს გავიდეთ: "დღეს გადით და ნახეთ, უკვე...
წინა სტატია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა ბიბილეიშვილი „სენსაციურ მოვლენად“ და „პოლიციის უფროსის მიერ მოწყობილ სპეცოპერაციად“ აფასებს თვითიზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის მის დაჯარიმებას. ბიბილეიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ 13 დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, კოვიდზე მკურნალობდა, სიმპტომები აღარ აქვს და ავტომანქანით მიდიოდა სამედიცინო გამოკვლევისთვის, სამტრედიის პოლიიციის უფროსმა კი „ტელეფონზე მოსმენით“ სპეცოპერაცია მოუწყო, სახლიდან 4 კილომეტრში გააჩერეს და 2000 ლარით დააჯარიმეს. "სენსაციური...
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური ვითარების გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა დაშვებას დროებით ზღუდავს. დადგენილი რეგულაციების შესრულებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით, ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს და ტურისტულ კომპანიებს დაგეგმილი ვიზიტებისა და ტურების გადავადებისკენ მოუწოდებს. „მუზეუმ-ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ დაქვედებარებაში მყოფ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებელთა...
ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით დღეს, 8 დეკემბერს მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება. მხარეები ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის რიგგარეშე ან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია უცვლელია, "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ეს მათთვის წითელი ხაზია. "გამოდის მმართველი გუნდი და თავის წითელ ხაზებზე ლაპარაკობს. მემგონი ეს რაღაც ცალკარას თამაში ბატომ არჩილს და კობახიძეს...
„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში, მთავარ, ვადამდელი არჩევნების საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის უარი თქვას მანდატებზე. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლა ამომრჩევლების ხმების დაცვას ემსახურება. "ოპოზიცია არის აბსოლუტურად მზად იმისათვის, რომ უარი თქვას მანდატებზე, რათა გაგრძელდეს ბოიკოტი თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ პოლიტიკურ შეთანხმებას, ჩვენ გვაქვს ეს...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოვლინდა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) შესაბამისად 106 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ...
ყველას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს და ვნახავთ, როგორ შეგვიძლია მხარეები დამატებით მანძილზე გავატაროთ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის წინ აცხადებს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღება იქნება რთული, რაც მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა, გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ. ფასილიტატორი ელჩი გამოთქვამს მზადყოფნას, გაიმართოს მოლაპარაკებათა იმდენი რაუნდი, რამდენიც საჭიროა პროგრესისთვის და საერთო პლატფორმის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ