თბილისის მერია: გლდანში, ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე ასფალტის საფარი მოეწყო

833

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, ასფალტის საფარის მოწყობა ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ განხორციელდა,- ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

დედაქალაქის მერიის ცნობით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. 3 842 კვ. მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. პროექტისთვის, რომელიც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, 269 840 ლარი დაიხარჯა.