გორში სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია არჩევნების შემდეგ შეჩერდა

500

გორში, ისტორიულ სამეფო ქუჩაზე სამუშაო პროცესი ზამთარში დაიწყება. მანამდე, სამშენებლო ტექნიკა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყვანეს. თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შპს “იბოლიას” ტექნიკა გაქრა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ფოტო Qartli.ge-მ 5 დეკემბერს გადაიღო. ქუჩის დასაწყისი ამ მდგომარეობში თვეზე მეტია იმყოფება. შპს “იბოლიას” გენერალური დირექტორი დავით გოდერძიშვილმა გვირჩია, რომ სამშენებლო ობიექტზე დღეს გავიდეთ:

“დღეს გადით და ნახეთ, უკვე მუშაობს ტექნიკა”, – ამბობს დასმული კითხვით განაწყენებულია “იბოლიას” დირექტორი. კომპანია გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის დაფუძნებულია.

გამოცემის შეკითხვაზე, თუ რატომ გაჩერდა სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია არჩევნების შემდეგ, გენდირექტორი პასუხობს, რომ “პროექტში ძალიან ბევრი ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო”.

“კერძოდ, ბუნებრივი აირის მილები, რომელიც მიწის ზედაპირზეა, უნდა მოექცეს მიწის ქვეშ. ასევე, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელიც უნდა მოექცეს მიწის ქვეშ. პროექტის ცვლილებას შეთანხმება სჭირდებოდა, რამაც გარკვეული დრო წაიღო. ეს ყველაფერი მოგვარდა და სამუშაოს შევუდექით”, – ამბობს დავით გოდერძიშვილი.

იგი პასუხისმგებლობას იხსნის იმ პროექტზე, რომელიც მანამდე იყო შედგენილი და რომლის საფუძველზეც ტენდერი გამოცხადდა. დავით გოდერძიშვილის თქმით, პროექტის ცვლილება არ იწვევს ფასის ცვლილებას.

qartli.ge 24 ოქტომბერს წერდა, რომ სამუშაოები საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. ადგილზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გამოჩნდა. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, ტექნიკაც გაიყვანეს.

პროექტის მიხედვით, ოქტომბერში დაწყებული სამუშაოები 7 თვეზე იყო გათვლილი და მაისში უნდა დამთავრებულიყო. პროექტის მიხედვით, ქუჩის გარკვეულ ნაწილი ფილებით იქნება მოპირკითებული, დანარჩენი ნაწილი – ასფალტით.

ტენდერის საწყისი ღირებულება იყო 2 მლნ 053 186 ლარი, თუმცა იბოლიამ და მასთან ერთად მყოფმა ორმა კომპანიამ (“შპს “იბოლია” & შპს “ჯორჯიან სტოუნი” & შპს “ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი”) 61 186 ლარით ნაკლები, 1 მლნ 992 000 ლარი შესთავაზა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამეფო ქუჩაზე ორფენიანი (7სმ+5 სმ, ჯამში 13 სმ) ასფალტბეტონი დაიგება 660 მეტრზე.

აღნიშნული გზის მოწესრიგების შესახებ პირობა ჯერ კიდევ 2018 წელს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დადო. იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა და მისი თქმით, თუ კი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა, სამეფო ქუჩა გაკეთდებოდა.